Belive

ტოკიოს ოლიმპიადის ახალი თარიღი ცნობილია

4 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიადა 1 წლით გადაიდო. 2020 წელს გასამართი მთავარი სპორტული ღონისძიების ახალი თარიღი ცნობილი გახდა. ოლიპიური კომიტეტის განცხადებით, ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება, ხოლო პარაოლიმპიადა 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტსა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ტომას ბახს შორის შეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები