Belive

#ტოპ11 – ეთერ ლიპარტელიანის 2019 წელი

4 წლის წინ სხვა
2 წთ

ეთერ ლიპარტელიანი

დაბადების თარიღი: 1999 წლის 23 სექტემბერი (20 წლის)

წონა: -57კგ

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი ეთერ ლიპარტელიანისათვის წარმატებული გამოდგა. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 2019 წელს არაერთი სახელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ოქროს მედალოსანი გახდა. ეთერ ლიპარტელიანისათვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 2019 წლის მეორე ნახევარი. ლიპარტელიანის წარმატებული ასპარეზობა უყურადღებოდ არ დარჩენიათ გავლენიან ორგანიზაციებს. ავტორიტეტულმა გამოცემა JUDOINSIDE-მა მსოფლიოს ხუთი საუკეთესი ახალგაზრდა ძიუდოისტი გოგონა დაასახელა, რომელთა შორის ეთერ ლიპარტელიანიც მოხვდა.
2019 წლის პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა რუმინეთის ქალაქ, კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ახალგაზრდულ ევროპულ თასზე მოიპოვა. 2019 წლის 10 აგვისტოს, კლუჟ-ნაპოკაში ახალგაზრდულმა ევროპის თასმა აიღო სტარტი. -57 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალოსანი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. ეთერ ლიპარტელიანმა მორიგ წარმატებას 2019 წლის 12 სექტემბერს მიაღწია. ფინეთის ქალაქ ვანტააში, ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ეთერ ლიპარტელიანმა საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. ლიპარტელიანმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი სილვია პელიტელი დამაჯერებლად, ორი ვაზარით დაამარცხა.
2019 წლის 16 ოქტომბერს, მაროკოში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, -57კგ წონითი კატეგორიის ფინალში, ეთერ ლიპარტელიანმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა იპონით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. აღნიშნული გამარჯვების შედეგად - პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში, საქართველოს ქალი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს. 2019 წლის 1 ნოემბერს, ეთერ ლიპარტელიანმა ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა. რუსეთის ქალაქ იჟევსკში გამართულ 23-წლამდელთა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ლიპარტელიანმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
2019 წელს ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე მოპოვებული ოქროს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლით დააგვირგვინა.

სხვა სტატიები