Belive

ცირეკიძემ და თურმანიძემ შესაძლოა მედლები დაკარგონ - 13 ძალოსანი დოპინგ სკანდალში გაეხვა

2 წლის წინ სხვა
2 წთ
საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ (ITA) რომელიც, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისათვის დამოუკიდებელ ანტი სადოპინგო პროგრამას ახორციელებს 13 ძალოსანს დარღვევები აღმოუჩინა. აღსანიშნავია, რომ ITA-მ 2012 წელს ჩატარებული ტესტები გადაამოწმა, რის შედეგადაც 13 ძალოსანს სისხლში სხვადასხვა აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საგულისხმოა ის გარემოა, რომ 13 ძალოსანს შორის 2 ქართველია. 2012 წელს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, რაულ ცირეკიძემ ორჭიდის ჯამში ოქროს მედალი მედალი მოიპოვა, ირაკლი თურმანიძე კი ბრინჯაოს დასჯერდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დოპინგ-ტესტები თავის დროზე უარყოფითად შეფასდა, თუმცა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, უახლესი ტექნოლოგიებით ჩატარებულმა განმეორებითმა კვლევამ სინჯებში რამდენიმე აკრძალული პრეპარატის კვალი დააფიქსირა. განმეორებითი დოპინგ-ტესტის შედეგად დარღვევები აღნიშნულ 13 ძალოსანს გამოუვლინდა: ჰისენ პულაკუ (ალბანეთი), ჰანა ბატიუშკა (ბელარუსი), დიმიტრის მინასიდისი (კვიპროსი), ირაკლი თურმანიძე (საქართველო), რაულ ცირეკიძე (საქართველო), კრისტინა ლოვუ (მოლდოვა), ფლორინ ლონუტ კროიტორუ (რუმინეთი), რეზვან კონსტანტინ მარტინი (რუმინეთი), ოქსანა სლივენკო (რუსეთი), გოკჰან კილიჩი (თურქეთი), ბუნიამი სეზერი (თურქეთი), ჰატიჯე ილმაზი (თურქეთი), ფატიჰ ბაიდარი (თურქეთი). ირაკლი თურმანიძესა და რაულ ცირეკიძეს პროფესიონალური კარიერა დასრულებული აქვთ, თუმცა 2012 წელს, ანტალიაში მოპოვებული მედლები შესაძლოა დაკარგონ.

სხვა სტატიები