Belive

წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონტის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში სლოვაკეთს 18:16 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ევროპირველობის საგზური დღევანდელ მატჩამდე ორივე გუნდს ჰქონდა განაღდებული, თუმცა დღეს ჯგუფის პირველადგილოსანი უნდა გამოვლენილიყო, რაც ჩემპიონატის წილისყრაში ზედა კალათაში მოხვედრას განაპირობებს. ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფში ჯერ ბელორუსი გაანადგურეს (25:5), შემდეგ კი - პოლონეთი (22:1). საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს. წელს ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართება. საქართველო – სლოვაკეთი 18:16
საქართველო:რაზმაძე, ვასიჩი (2 გოლი), დადვანი (2), შუშიაშვილი (3), ბითაძე (1), ელაჩა (2), ჯახაია, სარიჩი (2), იმნაიშვილი (1), მაგრაქველიძე (1), ბარალდი (2), ვაპენსკი (2), შუბლაძე.

სხვა სტატიები