Belive

წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა იაპონიას დაძაბულ მატჩში მოუგო

2 წლის წინ სხვა
1 წთ
მსოფლიო ლიგის სუპერფინალი, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა იაპონიასთან მოგებით დაიწყო. ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქე 13:12 (3:3; 4:2; 5:6; 1:1) დაამარცხეს. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მეოთხე პერიოდი, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მარკო იელაჩამ გაიტანა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ანდრია ბითაძე დასახელდა, რომელმაც დღეს 4 გოლის გატანა შეძლო. ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე მონტენეგრო იქნება, მატჩი 16:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების გამარჯვების გოლი:

სხვა სტატიები