Belive

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: დინამო თბილისის ყველა მეტოქე ცნობილია

2 წლის წინ სხვა
1 წთ
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე "დინამო თბილისის" ყველა მეტოქე ცნობილია. A ჯგუფში, სადაც საქართველოს საუკეთესო კლუბი იმყოფება, გუნდების რაოდენობა რვამდე გაიზარდა. ცნობილი გახდა, რომ ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობას ხორვატული "იადრან სპლიტი" და იტალიური "ბრეშაც" მიირებენ, რომლებმაც შესაბამისად "მლადოსტ ზაგრები" და ესპანური "ბარსელონა" დაამარცხეს. გარდა ამ ორი მეტოქისა, "დინამო თბილისის" მეტოქეები ესპანური "ბარსელონეტა", ბერძნული "ოლიმპიაკოსი", უნგრული "ფერენცვაროში", სერბული "რადნიჩკი" და "ნოვი ბელგრადი" იქნებიან. "დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს 26 ოქტომბერს, ათენში, "ოლიმპიაკოსთან" მატჩით დაიწყებს და ჯგუფურ ეტაპზე 14 შეხვედრას ჩაატარებს. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 4 გუნდი გადის.

სხვა სტატიები