Belive

წყალბურთის კლუბი "დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩს კვლავ ბუდაპეშტში გამართავს

3 წლის წინ სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ წყალბურთის კლუბი "დინამო თბილისი" ევროპის 12 უძლიერეს კლუბს შორისაა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. დეკემბერში ჩატარებული 3 მატჩის შემდეგ თბილისელები 1 გამარჯვებითა და 2 მარცხით ექვსგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებენ.  გასული წლის ბოლოს "დინამო" ესპანურ "ბარსელონეტასთან"  17:5, ხოლო იტალიურ "ბრეშასთან" 9:15 დამარცხდა, რასაც მონტენეგროულ "იადრანთან" ისტორიული გამარჯვება მოჰყვა 11:8, გოლები ბითაძემ (3), ელაჩამ (3), ვაპენსკიმ, ახვლედიანმა, ადეიშვილმა, ვასიჩმა და სარიჩმა გაიტანეს. დარჩენილ 7 ტურს მარტსა და აპრილში კვლავ ბუდაპეშტი უმასპინძლებს, "დინამოელთა" განრიგი კი ასე გამოიყურება 2 მარტი ვასპო 98 ჰანოვერი - დინამო თბილისი 3 მარტი დინამო თბილისი - ფერენცვაროში. 4 მარტი ბრეშა - დინამო თბილისი 5 მარტი დინამო თბილისი - ბარსელონეტა 20 აპრილი იადრანი - დინამო თბილისი 21 აპრილი დინამო თბილისი - ვასპო98 ჰანოვერი 22 აპრილი ფერენცვაროში - დინამო თბილისი   ამ მატჩებში "დინამოს" ახალი მწვრთნელი, გამოცდილი სერბი სპეციალისტი, დეიან სტანოიევიჩი უხელმძღვანელებს, ჯგუფიდან კი შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას 4 საუკეთესო გუნდი განაგრძობს.

სხვა სტატიები