Belive

ცვლილებები ანორთოსისში: ქეცბაია ახალ ფეხბურთელებს საქართველოს ნაკრებიდან დაიმატებს 

2 წლის წინ სხვა
2 წთ
კვიპროსული მედია აქტიურად წერს, რომ ახალი სეზონის წინ, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ "ანორთოსისში" სერიოზული ცვლილებები იქნება.
"უკვე ცნობილია, რომ ფამაგუსტურმა კლუბმა ქართველ მწვრთნელს ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა და ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, რომელსაც ქეცბაიამ ცელი მოაწერა, ახლა კი იგი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. მოსამზადებელ პერიოდში გუნდში ბევრი ცვლილება იქნება და "ანორთოსისს" ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით ბევრი ფეხბურთელი დატოვებს. გუნდის გაძლიერებას ათემურ ქეცბაია თავისი სამშობლოდან შეეცდება, სადაც გამგზავრების ფარგლებში ის რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელს შეხვდება. საუბარი არ არის მხოლოდ ვაკო გვილიასა და გურამ კაშიაზე, რომლის მიმართაც "ანორთოსისმა" ინტერესი უკვე გამოხატა", - წერს sigmalive.com-ი.
"ანორთოსისი" შესაძლოა დატოვოს და კარიერა ქვეყნის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონ "ომონიაში" გააგრძელოს საქართველოს ნაკრების მეათე ნომერმა, თორნიკე ოქრიაშვილი, გუნდს ასევე გიორგი ქვილითაიაც დაემშვიდობება, რომელიც "გენტის" საკუთრებაა და რომლის გაყიდვაც ბელგიელებს ნიქოზიის "აპოელში" სურთ. თემურ ქეცბაია “ანორთოსისში” 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გუნდს 61 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 30 მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 17-ში დამარცხდა. ქეცბაიას ხელმძღვანელობით, “ანორთოსისში” შვიდმა ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა მიქაიამ, გიორგი ლორიამ  (მეკარეები), მურთაზ დაუშვილმა, ჯანო ანანიძემ, თორნიკე ოქრიაშვილმა (ნახევარმცველები), ნიკა კაჭარავამ და გიორგი ქვილითაიამ (თავდამსხმელები) ითამაშა. დასრულებულ სეზონში გუნდის ორი საუკეთესო ბომბარდირი, გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი, შესაბამისად, 16 და 9 გოლით გახდნენ. 13-წლიანი პაუზის შემდეგ, “ანორთოსისმა” ზედიზედ ორ სეზონში ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა და 2008 წლის შემდეგ პირველად ტიტულსაც დაეუფლა. საინტერესოა, რომ როგორც ახლა, ისე მაშინ გუნდს სწორედ 53 წლის სპეციალისტი ხელმძღვანელობდა.

სხვა სტატიები