Belive

ტურ დე ფრანსის აგვისტოში ჩატარებას "კატასტროფის რეცეპტად" მიიჩნევენ

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ედინბურგის უნივერსიტეტის თავჯდომარემ, დევი სრიდჰერმა განაცხადა, რომ ტურ დე ფრანსის აგვისტოში ჩატარების გეგმა კატასტროფის რეცეპტია.
"გონიერი გადაწყვეტილება რბოლის შემდეგი წლისთვის გადატანა იქნება. ეს მტკინვეული ნაბიჯია, მაგრამ სხვა არჩევანი არ აქვთ," - ამბობს სრიდჰერი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ტურ დე ფრანსი გასულ ოთხშაბათს 29 აგვისტომდე გადაიდო. კორონავირუსის პანდემიამდე, რბოლა ივნისში იყო დაგეგმილი.
"ეს გრძელვადიანი, ქრონიკული პრობლემაა. იმ შემთხვევაშიც კი თუ საფრანგეთს აგვისტოში მასზე კონტროლი ექნება, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული ხალხი პრობლემას გამოიწვევს. ნამდვილად არსებობს რისკი, რომ ტურ დე ფრანსმა უნებლიედ გაავრცელოს ვირუსი და ხელახალი დარტყმა მივიღოთ," - თქვა სრიდჰერმა.

სხვა სტატიები