Belive

U20 კალათბურთი - საქართველოს ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
პორტუგალიის ქალაქ მატოსინოსში დასრულდა ევრობასკეტ 2019-ის B დივიზიონის მესამე ტურის მატჩი კალათბურთში საქართველოსა და შვედეთს შორის. შვედეთი ჩვენი უშუალო კონკურენტი გახლდათ ესტონეთთან ერთად პირველი ადგილისათვის ბრძოლაში. ჩვენმა ბიჭებმა მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს და მეტოქე ახლოს არ მიუშვეს, სიტუაცია მხოლოდ ბოლოსკენ დაიძაბა, ისიც მცირედით და საბოლოოდ მატჩი საქართველოს გამარჯვებით 73:64 დასრულდა. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო რატი ანდრონიკაშვილი, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 3 შედეგიანი გადაცემა დააკლდა, საბოლოოდ მისი მონაგარი ასე გამოიყურება: 20 ქულა, 10 მოხსნა, 7 ასისტი, 3 ჩაჭრა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა იგი 24-ს უწია და ამ მაჩვენებლით იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 10 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრა იყო ლუკა მაზიაშვილის მონაგარი. ჯგუფის მეორე შეხვედრაშიც მოვლენები ჩვენს სასიკეთოდ განვითარდა, ჰოლანდიამ ესტონეთი 84:57 დაამარცხა და ამ შედეგის წყალობით საქართველოს ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 16 ივლისს, 16:00 საათზე ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერის, კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც დღეს მეორე აუტსაიდერი სომხეთი 97:40 დაამარცხა.

სხვა სტატიები