Belive

უაითი - ფიურიმ წესების დარღვევით გაიმარჯვა

2 წლის წინ სხვა
1 წთ

24 აპრილს, თბილისის დროით 01:00 საათზე, ინგლისელთათვის საკულტო სტადიონზე, ტაისონ ფიურისა და დილიონ უაითის დაპირისპირება შედგა. "უემბლიზე" გამართული ბლოკბასტერი ტაისონ ფიურის გამარჯვებით დასრულდა. ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბრიტანელმა მოკრივემ, მე-6 რაუნდში, მარჯვენა აპერკოტით მეტოქე დაანოკაუტა და მძიმე წონითი კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ფიურისთან მარცხს ვერ შეეგუა დილიონ უაითი, რომელმაც აღნიშნა, რომ "ჯიპსი ჯინგმა" მას ორივე ხელი ჰკრა, რის გამოც წონასწორობა დაკარგა და რინგზე თავით დაეცა.

დილიონ უაითის მტკიცებით, სწორედ აღნიშნული ტრავმის გამო დამარცხდა და იმედი გამოთქვა, რომ რევანშის შესაძლებლობა მიეცემა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრები საპირისპიროს მიუთითებს - კადრებში ნათლად ჩანს, რომ უაითი ეცემა მხრით, შემდეგ ზურგით და თავით მხოლოდ მინიმალური კონტაქტი ფიქსირდება, რაც ბრძოლის შედეგის გადასაწყვეტად საკმარისი არაა.

სხვა სტატიები