Belive

უახლესი ცნობები ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის შესახებ!

4 წლის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე გამოცემის თანახმად, ფორმულა 1-ის ლეგენდა მიხაელ შუმახერი პარიზის ერთ-ერთ ჰოსპიტალში "საიდუმლო მკურნალობისთვის" გადაიყვანეს. 2013 წლის 29 დეკემბრის ტრაგედიის შემდეგ 50 წლის გერმანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საიდუმლოდ არის შენახული. ახლა კი გამოცემები ამტკიცებენ, რომ ყოფილი ჩემპიონი გადაყვანილია პომპიდუს საავადმყოფოში პარიზის სამხრეთ-დასავლეთით. ჯერჯერობით წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

უცნობია თუ რა სახის გამოკვლევებზეა საუბარი. ოჯახი მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, თუმცა შუმახერის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ზუსტი ცნობები არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ "შუმიმ" თავის სერიოზული ტრავმა საფრანგეთში ალპების მთებში თხილამურებზე სრიალისას მიიღო.

სხვა სტატიები