Belive

UEFA ნაპოლის წინააღმდეგ სადისციპლინო საქმის განხილვას გეგმავს

5 წლის წინ სხვა
1 წთ
UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის II ტურში "ნაპოლისა" და "ლივერპულის" თამაშის დროს მომხდარი ინციდენტი უნდა განიხილოს. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ "ნაპოლის" ფანებმა მატჩის დროს პეტარდები ისროლეს და ასევე, სტადიონზე შესასვლელი განზრახ გადაკეტეს. საქმის განხილვა 18 ოქტომბერს იგეგმება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სადამსჯელო ღონისძიება გატარდება "ნაპოლის" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" "ლივერპული" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.    

სხვა სტატიები