Belive

უელსის ნაკრების მწვრთნელი: ,,მეორე ტაიმში ბურთის ფლობა მათ სასარგებლოდ იყო, ამის მიზეზებს უნდა გადავხედოთ''

1 წლის წინ სხვა
1 წთ

უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, უეინ პივაკმა, საქართველოსთან სენსაციურ მარცხზე ისაუბრა:

,,ცხადია, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ... უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ მატჩიდან დასკვნებს მალე გამოვიტანთ. 1-2 ლელოთი უნდა დავწინაურებულიყავით, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ვფიქრობ, რამდენიმე შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით.

შევაფასეთ თუ არა მეტოქე სათანადოდ? რა თქმა უნდა, მატჩისთვის მზადების პროცესში ყველა სწორ საკითხზე ვისაუბრეთ. უკეთეს თამაშს ველოდით. მეორე ტაიმში ბურთის ფლობა მათ სასარგებლოდ იყო და ამის მიზეზებს უნდა გადავხედოთ.

ჩვენ გუნდი ვართ, ამას ვერაფერი შეცვლის. ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი და როგორც მწვრთნელი, პირველ ყოვლისა, შესრულების ხარისხს აკვირდები. შემდეგ თამაშში უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ,'' - განაცხადა პივაკმა.

ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ,,ბორჯღალოსნებმა” ექვსი ერის წარმომადგენელს მოუგეს.

სხვა სტატიები