Belive

UFC 249 - ივენთის გამართვის თარიღი ცნობილია

3 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC 249-ის გარშემო სპეკულაციები არ წყდება. თავდაპირველად ივენთი აპრილის თვეში უნდა ჩატარებულიყო - ძირითადი ქარდის მთავარი ბრძოლა კი ტონი ფერგიუსონსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის უნდა გამართულიყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ბრძოლაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. დანა უაითმა უმოკლეს დროში მოძებნა მისი შემცვლელი და ტონი ფერგიუსონის ოპონენტად ჯასტინ გეიჯი შეარჩია თუმცა 19 აპრილს ჩანიშნული UFC 249 გადაიდო. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC-ის მომდევნო ოთხი ივენთი გაუქდმა. უკანასკნელი ცნობების თანახმად, UFC 249 9 მაისს გაიმართება. ივენთის ჩატარების ადგილმდებარეობა ამ წუთისათვის უცნობია თუმცა ESPN-ის ჟურნალისტი, ბრეტ ოკამოტო ამტკიცებს, რომ დაპირისპირება, რომელსაც გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან 9 მაისს გაიმართება.
UFC 249-ის ძირითადი ქარდი: ტონი ფერგიუსონი Vs. ჯასტინ გეიჯი ჰენრი სეხუდო Vs. დომინიკ კრუზი ფრენსის ნგანუ Vs. ჟაირზინიო როზენსტრუკი ჯერემი სტეფენსი Vs. კალვინ კატარი დონალდ სერონე Vs. ენტონი პეტისი გრეგ ჰარდი Vs. იორგან დე კასტრო ალექსეი ოლეინიკი Vs. ფაბრისიო ვერდუმი კარლა ესპარზა Vs. მიშელ უოტერსონი რონალდო სოუზა Vs. ურია ჰოლი ვისენტე ლუკე Vs. ნიკო პრაისი ჩარლზ როსა Vs. ბრიუს მიჩელი

სხვა სტატიები