Belive

UFC 249 - ნურმაგომედოვი ფერგიუსონის მარცხს გამოეხმაურა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC 249-ის ივენთზე მთავარი ბრძოლა ტონი ფერგიუსონსა ად ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ხაბიბმა ბრძოლაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. დანა უაითს უმოკლეს დროში მოუწია ნურმაგომედოვის ჩანაცვლება და ფერგიუსონის მეტოქედ ჯასტინ გეიჯი დაასახელა. თავდაპირველად უაითის გადაწყვეტილებამ არაერთი გულშემატკივარი გააღიზიანა - ფანებმა აღნიშნეს, რომ გეიჯი ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებდა მაგრამ მოვლენები საპირისპირო სცენარით წარიმართა. მთავარი სენსაცია UFC 249-ის ივენთის მთავარ ბრძოლაში დაფიქსირდა. ტონი ფერგიუსონი 5 რაუნდის განმავლობაში უმკლავდებოდა ჯასტინ გეიჯის უძლიერეს დარტყმებს თუმცა საბოლოოდ ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ფერგიუსონის მარცხს ნურმაგომედოვი Twitter-ზე გაკეთებული კომენტარით გამოეხმაურა.
1111111
ხაბიბმა ჯასტინ გეიჯს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ შთამბეჭდავი ბრძოლა იყო.

სხვა სტატიები