Belive

UFC 257 | პორიე Vs. მაკგრეგორი (პრევიუ)

3 წლის წინ სხვა
3 წთ

24 იანვარს, აბუ-დაბიში მდებარე მებრძოლთა კუნძული UFC-ის ეგიდით გასამართ მორიგ ივენთს უმასპინძლებს. UFC 257-ის მეინ-ივენთი დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირებაა და გულშემატკივარს განსაკუთრებული სანახაობის იმედი აქვს. 1-წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული ირლანდიელი მებრძოლი კვლავ უბრუნდება ოქტაგონს და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება სურს. 2020 წლის 19 იანვარს, კონორ მაკგრეგორმა დონალდ სერონე დაამარცხა და 1 წლის თავზე დასტინ პორიეს დამარცხებას იმედოვნებს. დონალდ სერონესა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირება 24 იანვარს, თბილისის დროით 09:00 საათზეა ჩანიშნული.

24 იანვარს გასამართი ბრძოლა დასტინ პორიეს რევანშისა და მაკგრეგორზე შურისძიების შესაძლებლობას აძლევს. 2014 წლის სექტემბერში, UFC 178-ის ეგიდით მაკგრეგორისა და პორიეს პირველი დაპირისპირება შედგა. იმ დროისათვის ჯერ კიდევ "ახალბედა" მაკგრეგორი 3 გამარჯვებითა და არც ერთი მარცხით, UFC-ში პირველ ნაბიჯებს დგამდა. მიუხედავად იმისა, რომ მაკგრეგორი სახელოვანი მებრძოლის რეპუტაციით სარგებლობდა - ფავორიტად დასტინ პორიე მიიჩნეოდა. დასტინ პორიეს ახალბედასთვის გაკვეთილის ჩატარება სურდა. ორთაბრძოლას წინ უძღვოდა საკმაოდ ხმაურიანი პრეს-კონფერენციები და სიტყვიერი დაპირისპირებები. პორიე ირლანდიელ მებრძოლთან დაპირისპირებას საკმაოდ აგრესიულად მიუდგა და ამისათვის ძვირი საფასურის გადახდა მოუწია. UFC-ის სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება 2014 წლის სექტემბერში გამართული ბრძოლის შედეგი - ირლანდიელმა მებრძოლმა დასტინ პორიე ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პორიე ნოკაუტით დამარცხდა.

რამდენიმე დღის წინ, დასტინ პორიემ 32-წლის იუბილე აღნიშნა. UFC 178-ზე განცდილი მარცხის შემდეგ, პორიეს მტკიცებით მისი კარიერა წარმატებით განვითარდა და განუწყვეტელი შრომისა და მონდომების შედეგად UFC 257-ზე რევანშისათვის მზადაა.
"ვფიქრობ, რომ ისეთივე ემოციური მებრძოლი აღარ ვარ, როგორც 2014 წელს ვიყავი. მადლიერი ვარ იმ ბრძოლებისთვის, რომლებიც მქონდა, მადლიერი ვარ შესანიშნავი ოჯახისთვის, რომელიც მყავს - თავდაუზოგავი შრომის შედეგად ვარ იქ სადაც უნდა ვიყო", - აღნიშნა დასტინ პორიემ
რთულია არ დაეთანხმო მებრძოლს, რომელმაც 2014 წელს, კონორ მაკგრეგორთან განცდილი მარცხის შემდეგ, 10 ბრძოლა მოიგო - თუმცა საკითხავია რამდენად შეძლებს პორიე მაკგრეგორის დამარცხებას? დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირების გარდა, UFC 257-ზე კიდევ რამდენიმე საინტერესო ბრძოლა შედგება.

UFC 257-ის მაინ ქარდი

დასტინ პორიე - კონორ მაკგრეგორი დენ ჰუკერი - მაიკლ ჩენდლერი ჯესიკა აი - ჯოანა კალდერვუდი  მეტ ფრევოლა - ოტმან აზაიტარი მარინა როდრიგესი - ამანდა რიბასი 

სხვა სტატიები