Belive

UFC 259 | ბლაჰოვიჩი Vs. ადესანია (პრევიუ)

3 წლის წინ სხვა
3 წთ

7 მარტს თბილისის დროით, 09:00 საათზე, UFC 259-ის მთავარ ივენთზე იან ბლაჰოვიჩი (27:8) დაუმარცხებელ ისრაელ ადესანიას (20:0) დაუპირისპირდება. გულშემატკივრებისა და მიმომხილველების ვარაუდით, ფავორიტის სტატუსით ისრაელ ადესანია სარგებლობს, რომელიც მორიგი გამარჯვების მოპოვებას და ისტორიის დაწერას შეეცდება. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ადესანიას საკუთარი სახელის უკვდავყოფა და UFC-ის ლეგენდებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება სურს. ისრაელ ადესანიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ სურს ოქტაგონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის ტიტული მოიპოვოს. ისრაელ ადესანიამ ტიტული უიტაკერთან ბრძოლის შემდეგ მოიპოვა და უკვე ორჯერ წარმატებით შეძლო მისი დაცვა. უკანასკნელ ბრძოლაში ადესანიამ, მანამდე დაუმარცხებელი პაულო კოსტა დაამარცხა. ბრაზილიელი მებრძოლის დამარცხების შემდეგ, ადესანიას თვითშეფასება კიდევ უფრო ამაღლდა და UFC 259-ის მთავარ ივენთს საბრძოლო შემართებით ხვდება. ბლაჰოვიჩი (27:8) UFC-ის საშუალო დონის მებრძოლად ითვლებოდა, თუმცა 2019 წელს, ლუკ როკჰოლდის დამარცხების შემდეგ, მისი სტატუსი მკვეთრად ამაღლდა და ამ წუთისათვის ერთ-ერთ ტოპ მებრძოლად ითვლება. 2019 წლის შემდეგ, პოლონელმა მებრძოლმა სამი მეტოქის დამარცხება შეძლო. ვაკანტური ტიტულისათვის ბრძოლაში, ბლაჰოვიჩმა რეიესი დაამარცხა. პოლონელთან დასაპირისპირებლად რამდენიმე კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა ისრაელ ადესანიას განცხადების შემდეგ, UFC-ის მესვეურებს გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებიათ. ადესანიამ მტკიცედ მიუთითა, რომ წონითი კატეგორიის შეცვლა და UFC-ის ორი განსხვავებული დივიზიონის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება სურს.

"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ადესანია მარცხის გემოს შეიგრძნობს. ამ წონით კატეგორიაში ყველაფერი განსხვავებულადაა. განსხვავებული ძალა - განსხვავებული სისწრაფე. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მსუბუქ მძიმეწონოსან და მძიმეწონოსან მებრძოლებთან ივარჯიშა, ის მხოლოდ სპარინგია და ადესანიას ოქტაგონზე რადიკალურად განსხვავებული ვითარება დახვდება. ოქტაგონზე ბრძოლას თავისი წესები აქვს და ადესანია მას შეიგრძნობს. ეს ცემთვის კარგია, 205 ჩემი კატეგორიაა! ამას მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ და ოქტაგონზე ყველაფერს იდეალურად აღვიქვავ", - აღნიშნა იან ბლაჰოვიჩმა.
UFC 259-ის ქარდი: იან ბლაჰოვიჩი Vs. ისრაელ ადესანია ამანდა ნუნეში Vs. მეგან ანდერსონი  პეტრ იანი Vs. ალჯამაინ სტერლინგი ისლამ მახაჩევი Vs. დრიუ დობერი ალეკსანდარ რაკიჩი Vs. ტიაგო სანტოსი  კეისი კენი Vs. დომინიკ კრუზი სონგ იადონგი Vs. კაილერ ფილიფსი ასკარ ასკაროვი Vs. ჯოზეფ ბენავიდეზი ამანდა ლემოსი Vs. ლივინა სოუზა ჯორდან ესპინოზა Vs. ტიმ ელიოტი კარლოს ულბერგი Vs. კენედი ნზეჩუკვუ შონ ბრედი Vs. ჯეიკ მეთიუსი კეი კარა-ფრენსი Vs. როჯერიო ბონტორინი უროს მედიჩი Vs. აალონ კრუზი მარიო ბაუტისტა Vs. ტრევის ჯონსი

სხვა სტატიები