Belive

UFC 260 | მიოჩიჩი Vs. ნგანუ - მძიმე წონითი კატეგორიის საჩემპიონო რემატჩი

3 წლის წინ სხვა
3 წთ

28 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზე, UFC-ის მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, სტიპე მიოჩიჩი ფრენსის ნგანუს დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ სტიპე მიოჩიჩი ტიტულის დასაცავად იბრძოლებს, UFC 260-ის მთავარ ბრძოლაში იგი ანდერდოგის სტატუსს ატარებს - არაერთი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ნგანუ 3 წლის წინ განცდილი მარცხის გამო, რევანშს აიღებს. UFC 220-ზე, ნგანუს დამარცხების შემდეგ, მიოჩიჩმა 3 ბრძოლა გამართა. მიოჩიჩმა საჩემპიონო ქამარი დანიელ კორმიესთან ბრძოლაში დაკარგა, თუმცა მოგვიანებით 2 გამარჯვების მოპოვება და ქამრის დაბრუნება შეძლო. ფრენსის ნგანუმ არანაკლებ შთამბეჭდავი გზა განვლო - მიოჩიჩთან მარცხის შემდეგ, კამერუნელი მებრძოლი ოქტაგონზე ხუთჯერ გამოჩნდა და 4 გამარჯვება მოიპოვება. 2018 წლის 21 იანვარს, 5-რაუნდიან ბრძოლაში, მიოჩიჩმა ნგანუ დაამარცხა, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და დღეისათვის ნგანუს დამარცხება გაცილებით დიდ სირთულეს წარმოადგენს. ოპონენტის შესახებ მიოჩიჩმა, საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და უპრინციპულესი ბრძოლა შეაფასა:

"პირველ დაპირისპირებასთან შედარებით, რადიკალურად განსხვავებული ბრძოლის მოლოდინი მაქვს. დღეისათვის ნგანუ და მე გაცილებით უკეთესები ვართ. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება – შევეცდები დომინირება მოვიპოვო და ბრძოლა გაცილებით უფრო მალე დავასრულო, თუმცა ნგანუ დღეს გაცილებით უფრო ძლიერია. ნგანუს ბრწყინვალე დარტყმა აქვს, ეს კი მძიმე წონითი დივიზიონია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ნგანუს დიდებული მწვრთნელი და გუნდი ჰყავს”, – აღნიშნა მიოჩიჩმა.

UFC 260-ის მეინ ქარდი

სტიპე მიოჩიჩი Vs. ფრენსის ნგანუ  ტაირონ ვუდლი Vs. ვისენტე ლუკე  ტომას ალმეიდა Vs. შონ ო'მალი ჯეიმი მულარკი Vs. კამა ვორტი აღსანიშნავია, რომ ნგანუსთან გასამართი უპრინციპულესი ბრძოლის წინ, მიოჩიჩმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ჩემპიონის მტკიცებით, იგი მზადაა ოქტაგონი რინგით ჩაანაცვლოს და სახელოვან ენტონი ჯოშუას ან ტაისონ ფიურის დაუპირისპირდეს.
“რადიკალურად განსხვავებული დაპირისპირებაა – კრივში ყველაფერი ტექნიკაზეა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ კრივის წესებით ჯოშუასთან ან ფიურისთან დაპირისპირება, გაცილებით უფრო სამართლიანი იქნება. კრივშიც და MMA-შიც ფეხზე მდგარი ვიბრძვით, თუმცა შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) ფეხით დარტყმის მიყენებისა და ბრძოლის პარტერში გადაყვანის (თეიქდაუნი) შესაძლებლობა გვაქვს – კრივში ამ მეთოდებს არ იყენებენ", - აღნიშნა სტიპე მიოჩიჩმა.

სხვა სტატიები