Belive

UFC 261 | უსმანი Vs. მასვიდალი (პრევიუ)

3 წლის წინ სხვა
2 წთ

UFC 261-ის ივენთზე, მთავარი ბრძოლა კამარუ უსმანსა და ხორხე მასვიდალს შორის შედგება. 25 აპრილს, თბილისის დროით 02:00 საათზე, "ნიგერიელი კოშმარი" მასვიდალის დამარცხებას მეორედ შეეცდება. 2020  წლის 12 ივლისს, უსმანისა და მასვიდალის პირველი დაპირისპირება შედგა. 5-რაუნდიან ბრძოლაში, ნიგერიელმა მებრძოლმა გაიმარჯვა. 9 თვის შემდეგ, უსმანი ოქტაგონზე ტიტულის დასაცავად  გავა - მასვიდალს კი რევანშის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა. ტიტულისათვის გასამართ ბრძოლაში, ფავორიტის სტატუსით კამარუ უსმანი სარგებლობს. არაერთი მიმომხილველის აზრით, ნიგერიელი მებრძოლი მასვიდალის დამარცხებას მარტივად მოახერხებს. 2021 წელს, კამარუ უსმანმა უკვე გამართა 1 ბრძოლა და ტიტული წარმატებით დაიცვა. უსმანსა და ბარნსს შორის გამართული ბრძოლა, მესამე რაუნდში, ამ უკანასკნელის ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა. მასვიდალი ოქტაგონზე 2020 წლის შემდეგ არ გამოჩენილა - უკანასკნელ დაპირისპირებაში ის სწორედ ნიგერიელთან დამარცხდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივარს UFC 261-ის ივენთზე განსაკუთრებული სანახაობა ელის. ფანებით სავსე არენაზე 3 საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება: უსმანი Vs. მასვიდალი, ჟანგი Vs. ნამაიუნასი, შევჩენკო Vs. ანდრადე.

UFC 261 მეინ ქარდი

  • მთავარი ბრძოლა: კამარუ უსმანი Vs. ხორხე მასვიდალი
  • ვეილი ჟანგი Vs. როუზ ნამაიუნასი
  • ვალენტინა შევჩენკო Vs. ჯესიკა ანდრადე
  • ენტონი სმიტი Vs. ჯიმი კრუტი 

სხვა სტატიები