Belive

UFC 264: მაკგრეგორი Vs. პორიე | ნურმაგომედოვმა ფავორიტი დაასახელა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ის ლეგენდა - ხაბიბ ნურმაგომედოვი მიიჩნევს, რომ კონორ მაკგრეგორმა დასტინ პორიეს დამარცხება პირველივე რაუნდში უნდა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო რაუნდებში სახელოვანი ირლანდიელი მებრძოლი დამარცხდება. 10 ივლისს, UFC 264-ის ივენთზე მაკგრეგორისა და პორიეს ტრილოგიის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება. ლას ვეგასში გასამართი ბრძოლის წინ, მაკგრეგორმა და პორიემ 1-1 გამარჯვება მოიპოვეს. UFC Russia-სთან საუბარში, დაუმარცხებელმა ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორის გამარჯვება იწინასწარმეტყველა. ხაბიბის მტკიცებით, მაკგრეგორმა გამარჯვება პირველივე რაუნდში უნდა მოიპოვოს.
"მოვლენები ზუსტად ისე განვითარდება, როგორც წინა შემთხვევებში. მაკგრეგორი გამარჯვებას პირველივე რაუნდში შეძლებს. მეორე და მომდევნო რაუნდების შემთხვევაში პორიე გაიმარჯვებს", - აღნიშნა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.
დაუმარცხებელმა დაღესტნელმა მებრძოლმა, რომელმაც კარიერა ოქტაგონზე მოპოვებული 29 გამარჯვების შემდეგ დაასრულა - სხვადასხვა დროს, კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს დამარცხება შეძლო.

სხვა სტატიები