2021 წელი დასასრულს მიუახლოვდა და წლის ბოლოს ლას ვეგასში უმნიშვნელოვანესი ივენთი გაიმართა. 12 დეკემბერს, გამთენიისას, UFC 269-ის ივენთზე, ორი საჩემპიონო ბრძოლის პარალელურად – რამდენიმე გამორჩეული დაპირისპირებაც შედგა. მეინ ქარდზე ფანების რჩეული – შონ ო’მალი არანაკლებ პოპულარულ რულიან პაივას დაუპირისპირდა. ყოფილმა ჩემპიონმა კოდი გარბრანდტმა წონა შეიცვალა და კაი კარა-ფრანსს შეერკინა.
UFC 269-ის ივენთზე, ჩარლზ ოლივეირამ საჩემპიონო ქამარი დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართულ 3-რაუნდიან ბრძოლაში დაიცვა. UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების პარალელურად, ივენთზე კიდევ ერთი საჩემპიონო ბრძოლა შედგა, რომელიც სკანდალურად დასრულდა. ამანდა ნუნეში ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის დასაცავად, ჯულიანა პენიას დაუპირისპირდა და მისი 7 წლიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა. 33 წლის ნუნეში ქამრის დაბრუნებას რემატჩით შეეცდება.
ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავეს მებრძოლებმა UFC 269-ის ივენთზე
- ჩარლზ ოლივეირა – $492,000
- ამანდა ნუნეში – $442,000
- დასტინ პორიე – $382,000
- ჯულიანა პენია – $332,000
- დომინიკ კრუზი – $26,000
- შონ ო’მალი – $206,000
- ტაი ტუივასა – $206,000
- ჯოშ ემეტი – $162,000
- კოდი გარბრანდტი – $146,000
- კაი კარა-ფრანსი – $140,000
- პედრო მუნიოზი – $126,000