Belive

UFC 278 | მერაბ დვალიშვილი ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, UFC 278-ის ივენთზე, მერაბ დვალიშვილი (14-4) ლეგენდარულ ჟოზე ალდოს (31-7) დაუპირისპირდება. სახელოვანი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, დვალიშვილი ორგანიზაციაში ზედიზედ მე-8 გამარჯვებას მოიპოვებს, რის შემდეგაც საჩემპიონო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდება. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ჟოზე ალდოსთან ბრძოლის კონტრაქტს ხელი მოაწერა და უახლოეს მომავალში პრინციპული ბრძოლისათვის სამზადისს შეუდგება. UFC 278-ის ივენთი, 20 აგვისტოს, სოლთ ლეიქ სიტიში გაიმართება - ივენთის მეინ ქარდზე, კამარუ უსმანისა და ლეონ ედვარდსის დაპირისპირება შედგება. მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ქართველმა უკანასკნელ ბრძოლაში, სახელოვანი მარლონ მორაეში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. დოდსონის, სტამანისა და მორაეშის დამარცხების შემდეგ, დვალიშვილს პრინციპული გამოცდის ჩაბარება რეიტინგის მე-3 ნომრის, ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ მოუწევს, რომელმაც 2020 წლის შემდეგ ოქტაგონზე ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა. სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგის სათავეში, მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი ალჯამაინ სტერლინგი იმყოფება, რომელთანაც დვალიშვილს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს. 1 ივნისს, Twitter-ზე განთავსებულ პოსტში, სტერლინგი თანაგუნდელის მომდევნო ბრძოლას გამოეხმაურა. მოქმედმა ჩემპიონმა აღნიშნა, რომ მერაბის მომდევნო გამარჯვების შემდეგ, ალბათ წონით კატეგორიას შეიცვლის, რათა მან დამსახურებული შანსი მიიღოს იმისათვის, რომ სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდეს და მისი ქვეყნის ისტორია დაწეროს.

სხვა სტატიები