Belive

UFC Fight Night 197 | ჯოჯუა Vs. კეისი

2 წლის წინ სხვა
2 წთ

14 ნოემბერს, ლას ვეგასში, UFC Fight Night 197-ის ივენთი გაიმართება. ივენთის მთავარი ბრძოლა ნახევრად საშუალო წონით კატეგორიაში, ექს-ჩემპიონის მაქს ჰოლოუეისა და იაირ როდრიგესის დაპირისპირება იქნება, თუმცა UFC-ის ქართველი გულშემატკივრისათვის ივენთი კიდევ ერთი გარემოების გამოა საინტერესო. ლიანა ჯოჯუა (8-4 MMA,1-2 UFC) UFC-ში რიგით მეოთხე ბრძოლას გამართავს და UFC Fight Night 197-ზე კორტნი კეისის დამარცხებას შეეცდება. განვლილ სამ დაპირისპირებაში, ჯოჯუამ მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა - შესაბამისად კეისის წინააღმდეგ გასამართი ბრძოლა მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. 2020 წლის 24 ოქტომბერს, ჯოჯუამ UFC-ში მესამე ბრძოლა გამართა. მირანდა მევერიკისა და ლიანა ჯოჯუას ბრძოლა პირველივე რაუნდში, მსაჯების ჩარევის შედეგად დასრულდა. ჯოჯუა ლას-ვეგასში, Syndicate MMA-ში ვარჯიშობს და 1-წლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონზე მისი კვლავ ხილვა საინტერესო იქნება. მიმომხილველების განსაკუთრებულ ინტერესს ქართველი მებრძოლის პროგრესის ხილვა წარმოადგენს.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Liana Jojua (@likajojua)

კორტნი კეისის (9-9 MMA, 5-8 UFC) სტატისტიკა არც ისე სახარბიელოა. UFC-ის ეგიდით გამართული 13 ბრძოლიდან ამერიკელმა მხოლოდ 5 მოიგო, 8 დაპირისპირება კეისის მარცხით დასრულდა. უკანასკნელ ბრძოლაში, 2021 წლის 14 მარტს, კორტნი კეისი ჯეიჯეი ოლდრიჩთან დამარცხდა. UFC Fight Night 197-ის ივენთი ქართველი გულშემატკივრისათვის შესაძლოა ორმაგად საინტერესო ყოფილიყო, თუმცა რომან დოლიძისა და კაილ დოკოსის ბრძოლა გაუქმდა. სამწუხაროდ, დოლიძეს ბრძოლის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსი დაუდგინდა.

სხვა სტატიები