Belive

UFC Fight Night 197 | რომან დოლიძისა და კაილ დოკოსის ბრძოლა გაუქმდა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC Fight Night 197-ზე, რომან დოლიძისა და კაილ დოკოსის ბრძოლა გაუქმდა. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის ბანაკში კოვიდ 19-თან დაკავშირებული პროტოკოლი დაირღვა, რის გამოც დოლიძისა და დაუკაუსის ბრძოლა გაუქმდა. სამწუხაროდ, დოლიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ივენთის გამართვამდე დარჩენილი დროის სიმცირის გამო, კაილ დოკოსს ახალი მეტოქე არ ეყოლება და იგი UFC Vegas 42-ზე მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. რომან დოლიძეს კარიერაში 9 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს. UFC-ის ეგიდით გამართულ ბრძოლებში, მას მეხუთედ უნდა მიეღო მონაწილეობა. სტაროპოლისთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, დოლიძემ გარკვეული კრიტიკა დაიმსახურა - ქართველი მებრძოლი ძირითადად ბრძოლის სტილის გამო გააკრიტიკეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი საკმაოდ მაღალი დონის მებრძოლია, რომელსაც ბრძოლის კონტროლი უყვარს.

სხვა სტატიები