Belive

UFC-ის ლეგენდა ჯონ ჯონსი დააკავეს

4 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ის ლეგენდა, ჯონ ჯონსი, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისა და იარაღის გამოყენებისთვის დააკავეს. ცნობილია, რომ 01:00 საათზე, აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ალბუკერკეს მაცხოვრებლებმა პოლიციას იარაღის სროლის შესახებ შეატყინეს. პოლიცია ადგილზე დროულად გამოცხადდა და დაპარკინგებულ, თუმცა დაქოქილ ავტომობილში,  UFC ნახევრად მძიმე წონის ჩემპიონი ნასვამ მდგომარეობაში იპოვეს. ავტომობილში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და ნახევარად ცარიელი ტეკილას ბოთლი იპოვა. ალკოტესტის შემდეგ, ჯონსი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჯონსის დაკავებასთან დაკავშირებით, საინტერესო "ტვიტი" გამოაქვეყნა UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ბენ ასკრენმა: "მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ვხვდები, რატომ არ ქირაობს ჯონსი ერთ ადამიანს და არ უხდის მას წელიწადში $50,000-ს იმისთვის, რომ მძღოლი ჰყავდეს." აღსანიშნავია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო, ჯონსს სასამართლოსთან შეხება ერთხელ უკვე ჰქონდა: 2012 წელს, მან ნიუ-იორკში უახლესი "ბენტლი" ვერ დაიმორჩილა და ავარიაში მოჰყვა.  

სხვა სტატიები