Belive

UFC-ის ვარსკვლავი ფეხის ამპუტაციის საფრთხის წინაშე (ვიდეო)

2 წლის წინ სხვა
2 წთ

UFC-ის ვარსკვლავი - კრის ვეიდმანი, ფეხის ამპუტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. აღნიშნულის თაობაზე, 36-წლის ამერიკელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელებში განაცხადა. ვეიდმანმა UFC 261-ის ივენთზე, ურაია ჰოლთან დაპირისპირების დროს ფეხი მოიტეხა, რის შემდეგაც ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგა. უკანასკნელი გამოკვლევების შედეგები კიდევ უფრო სავალალო აღმოჩნდა. ფეხის ორმაგი მოტეხილობის გამო, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ვეიდმანის ძვალს სისხლის მიწოდება არ აღუდგება.

ორი წონითი დივიზიონის მებრძოლი და მსუბუქი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი, Youtube-ზე განთავსებულ ვლოგში მიღებული ტრავმისა და სარეაბილიტაციო პროცესის შესახებ საუბრობს:
"მიღებული ტრავმის შემდეგ, საკმაოდ შეშინებული ვარ და მხოლოდ ცუდ სცენარზე ვფიქრობ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მოტეხილ ძვალს სისხლის მიწოდება არ აღუდგება და ეს შესაძლოა ფეხის ამპუტაციით დასრულდეს." "ფეხის ამპუტაცია, პროთეზი - სწორედ ეს მაშინებს. ვლოცულობ და პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებ, რათა ეს ტრაგედია თავიდან ავიცილო. ექიმს ვესაუბრე და ოპერაციის შემდეგ სრული რეაბილიტაციის საკმაოდ მცირე შანსი არსებობს - შანსი დაახლოებით 5 %-ია, რაც ძალიან მაშინებს." "23 ოპერაცია მაქვს გადატანილი. ეს ჩემი 24-ე და ყველაზე რთული ოპერაცია აღმოჩნდა. კისერი, ხელი, სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე მაქვს ოპერაცია გაკეთებული - უკანასკნელი ოპერაცია საკმაოდ ბრუტალური აღმოჩნდა."