Belive

UFC: მერაბ დვალიშვილმა ტერიონ ვეარი დაამარცხა

5 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე ტერიონ ვეარს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა გამარჯვების შემდეგ რინგზე ქართული დროშა ააფრიალა.

იხილეთ ბრძოლის საუკეთესო მომენტები

დვალიშვილის მეტოქე, ტერიონ ვეარი საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენია - მას კარიერაში 25 ბრძოლიდან 17 გამარჯვება აქვს მოპოვებული. დვალიშვილმა რინგზე გასვლის წინა დღეს ოფიციალურ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მისი დიდი მოტივაცია ნათლად იყო წარმოჩენილი. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა: "ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით. ბრძოლისთვის ყველგან და ნებისმიერ წამს მზად ვარ. ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და საუკეთესო მწვრთნელები მყავს. ვერაფერი შემაჩერებს, რადგან ბრძოლა ჩემი სტილია და აქ მხოლოდ ფულის გამო არ ვარ, მის გარეშეც შემიძლია ბრძოლა", - აღნიშნა ქართველმა სპორტსმენმა.

სხვა სტატიები