Belive

UFC-ს მებრძოლი გიგა ჭიკაძის მეტოქის საქციელს ეხმაურება

4 წლის წინ სხვა
1 წთ
1 მარტს UFC-ში მორიგი შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა ქართველ მებრძოლს, გიგა ჭიკაძეს, თუმცა მისმა მეტოქემ მაიკ დევისმა ბრძოლაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ის დაასახელა რომ მას 13 იანვრის შემდეგ არ უვარჯიშია. შეგახსენებთ, რომ მსგავსი რამ მეორედ ხდება, მაიკ დევისს ჭიკაძესთან ბრძოლაზე უარი ადრეც განუცხადებია. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა გიგა ჭიკაძის მეგობარი და ცნობილი მებრძოლი მარვინ ვეტორი, რომელმაც ინსტაგრამზე მაიკ დევისის სთორი შემდეგი სათაურით გააზიარა: "ამ ნ****ვარმა  უკვე მეორედ გაანცხადა უარი გიგასთან ბრძოლაზე და ყველაფერ სისულელეს ლაპარაკობს რომ თავი გაიმართლოს, როდესაც ის უბრალოდ ნა****რია. სირცხვილია, ზოგიერთი ჩვენგანი ამ ყველაფერს სერიოზულად ვიღებთ რადგან ეს ჩვენთვის ყველაფერია, ზოგიერთი კი უბრალოდ არასერიოზულად იქცევა და ნამდვილ პროფესიონალებს გაურკვეველ სიტუაციაში ტოვებს. თავს მიხედე და საქციელი გამოასწორე მაიკ დევის"  

სხვა სტატიები