Belive

UFC-ში მერაბ დვალიშვილის მომავალი მეტოქე ცნობილია

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი UFC 278-ზე ბრაზილიელ მეტოქეს, ჟოზე ალდოს, დაუპირისპირდება. ბრძოლა 20 აგვისტოსაა ჩანიშნული. დვალიშვილმა ბოლოს გასული წლის სექტემბერში UFC 266-ზე იასპარეზა, სადაც მარლონ მორაეში დაამარცხა. მერაბს UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლა აქვს მოგებული. რაც შეეხება ჟოზე ალდოს, ბრაზილიელმა დეკემბერში რობ ფონტის წინააღმდეგ იმარჯვა. 35 წლის მებრძოლის ანგარიშზე კარიერაში 31 მოგება და 7 მარცხია.


სხვა სტატიები