Belive

უიშვიათესი შემთხვევა MMA-ის ისტორიაში - მებრძოლმა მეტოქე დაანოკაუტა და თავად ფეხი მოიტეხა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
თავის არეში ფეხით მიყენებული დარტყმის შედეგად გამოწვეული ნოკაუტი, MMA-ის ბრძოლების ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მხარეს წარმოადგენს. შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) არაერთ წარმომადგენელს განსაკუთრებული ფეხის ტექნიკა აქვს და სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებს გამორჩეული დარტყმებიც მრავლად უნახავთ, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა დილან კისკილასა და კაი დუკეს ბრძოლის დროს დაფიქსირდა. მართალია კისკილამ ფეხით უძლიერესი დარტყმა შეასრულა და მეტოქე დაანოკაუტა, მაგრამ დარტყმის შედეგად ფეხი მოიტეხა.