უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: ,,რუსი სპორტსმენები ყველა ტურნირიდან მინიმუმ 5 წლით უნდა მოიკვეთონ”

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ პეტრაკოვმა, რუსი სპორტსმენების მკაცრად დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვა:

,,მიმაჩნია, რომ რუსი სპორტსმენები ყველა ტურნირიდან მინიმუმ 5 წლით უნდა მოკვეთონ, მინიმუმ! მათ არ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან შეჯიბრებებში, სადაც ადამიანურ ღირებულებებს პატივს სცემენ,” – განაცხადა პეტრაკოვმა.


რამდენიმე კვირის წინ, უეფამ რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო:

  • 2022-2023 წლების სეზონში რუსული კლუბები ევროტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
  • რუსეთის ნაკრები მონაწილეობას ვერ მიიღებს ერთა ლიგის (2022-2023) გათამაშებაში.
  • რუსეთის ქალთა ნაკრები მოკვეთეს ევრო 2022-დან და პორტუგალიით ჩაანაცვლეს.
  • რუსეთის ქალთა ნაკრები ვერ ითამაშებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
  • 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რუსეთის ნაკრების ქულები განულდა.
  • რუსეთის სურვილი უმასპინძლოს 2028 ან 2032 წლის ევროპის ჩემპიონატებს დაბლოკილია.

21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო.

სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.

უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: ,,რუსი სპორტსმენები ყველა ტურნირიდან მინიმუმ 5 წლით უნდა მოიკვეთონ”

სტატიის ავტორი
-