Belive

უმედლოდ დასრულებული ოსაკას გრანდ სლემი: მე-3 დღის მიმოხილვა

5 წლის წინ სხვა
2 წთ
დღეს, 25 ნოემბერს სტარტი აიღო ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრის, ოსაკას გრანდ სლემის ბოლო, მე-3 დღემ, სადაც საქართველოს სახელით 3 ფალავანი ასპარეზობდა. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - უშანგი მარგიანი, -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი მსოფლიოს ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი. უშანგი მარგიანი მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მან ავსტრალიელი სებასტიან ტემესი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შემდეგ ეტაპზე კი მისი მეტოქე იაპონელი მაშუ ბეიკერი იყო, რომელიც ქართველმა ფალავანმა დაამარცხა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. 1/4 ფინალში მისი მეტოქე ჩეხი დავიდ კლამერტი იყო, რომელიც ქართველმა მარტივად დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სამწუხაროდ იაპონელ შოიჩირო მუკიასთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე იაპონელი სანშირო მურაო იყო. ქართველმა ფალავანმა მასპინძელი ვერ დაამარცხა და საქართველოს ნაკრები ოსაკას გრანდ სლემზე უმედლოდ დარჩა. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ვარლამ ლიპარტელიანი განთესილი იყო და შესაბამისად მან მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ყაზახი ადილხან ყოზბაიევი იყო, კაპიტანმა მარტივად დაამარცხა ყაზახი და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მას ბრაზილიელი რაფაელ ბუზაკაევი დაუხვდა. სამწუხაროდ ვარლამ ლიპარტელიანი დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოულოდნელად გამოვარდა გურამ თუშიშვილი. მსოფლიო ჩემპიონი განთესილი იყო და მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ჰოლანდიელი ჰენკ გროლი იყო. გურამი პირველივე ბრძოლაში სენსაციურად დამარცხა და ასპარეზობას მალევე გამოეთიშა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ოსაკას გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა.

სხვა სტატიები