Belive

უპრეცედენტო შანსი ქართულ სპორტს

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საქართველოს სთავაზობს თბილისის ტურნირის სტატუსის ამაღლებას და გრან-პრის ნაცვლად გრან-სლემის ჩატარებას. შემოთავაზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზეც, რომ მსგავსი თხოვნით თავად ქვეყნები მიმართავენ ხოლმე IJF-ს, ახლა კი სურვილი თავად საერთაშორისო ფედერაციამ გამოთქვა. იმისთვის, რომ თბილისის გრან-პრი გრან-სლემამდე ამაღლდეს, ყველა ხარჯის გათვალისწინებით საჭიროა დაახლოებით 400 ათასი ევრო. ქართული ძიუდო მსოფლიო რუკაზე თავისი შედეგებითა და პოტენციალით გამორჩეულ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, თუმცა საკუთარ კედლებში ამ დრომდე ვერ ვატარებთ მაღალი რანგის შეჯიბრებებს. ახლა გვაქვს უნიკალური შანსი და მისი გამოყენების შემთხვევაში საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად ამაღლდება როგორც ქართული ძიუდოს, ისე მთლიანად საქართველოს იმიჯი. წყარო: ჯუდოს დღიურები / Judo Diaries

სხვა სტატიები