Belive

ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა რუმინეთი?

2 წლის წინ სხვა
4 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში "ჯვაროსნების" მეტოქე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული გუნდია, რადგან ისტორიაში ჩატარებული 7 მატჩიდან საქართველომ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ ოფიციალური შეხვედრის სტატუსით, ხუთჯერ კი ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და რუმინელებმა გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება შეძლეს: 5 მოგება, 2 ფრე. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების ისტორია შემდეგნაირად გამოიყურება:

No description available.

1996

ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი სტადიონი: სტიაუას სტადიონი (ბუქარესტი, რუმინეთი) დასწრება: 10 000 ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 5:0 შემადგენლობა: აკაკი დევაძე - ზაზა რევიშვილი, კახაბერ ცხადაძე (ვასო სეფაშვილი, 77), გიორგი ჩიხრაძე, დიმიტრი კუდინოვი, კახაბერ გოგიჩაიშვილი (ზურაბ იონანიძე, 76), გიორგი ნემსაძე (ვალტერ გუჩუა, 46), გოჩა ჯამარაული (ლევან ციცქიშილი, 46), თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე (გოჩა გოგრიჭიანი, 46). მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.

2000

ტურნირი: კვიპროსის საერთაშორისო ტურნირი სტადიონი: ანტონის პაპადატოპულოსის სტადიონი (ლარნაკა) დასწრება: 200 ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 1:1. გოლი: 1:0 თემურ ქეცბაია (41). პენალტების სერიაში გაიტანეს: ქეცბაია, სილაგაძე. პენალტების სერიაში ვერ გაიტანეს: ნემსაძე, ჯანაშია. შემადგენლობა: დავით გვარამაძე - გელა შეყილაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ნემსაძე (კ), ზურაბ მენთეშაშვილი (ზაზა ჯანაშია, 46), გიორგი ჩიხრაძე, თენგიზ სიჭინავა, თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი (მერაბ ძოძუაშვილი, 90), არჩილ არველაძე (რევაზ ქემოკლიძე, 67). მთავარი მწვრთნელები: რევაზ ძოძუაშვილი, დავით ყიფიანი.

რუმინეთი-საქართველო: მეშვიდედ და აქამდე მოუგებლად

2001 

ტურნირი: მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი - დინამო არენა (თბილისი, საქართველო) დასწრება: 27 000 ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 0:2 შემადგენლობა: დავით გავარამაძე - ლევან სილაგაძე (ალექსანდრე იაშვილი, 72), ლევან კობიაშილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა კალაძე, გიორგი ნემსაძე (კ), მიხეილ ყაველაშვილი (ზაზა ჯანაშია, 52), თემურ ქეცბაია (რევაზ ქემოკლიძე, 60), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე. მთავარი მწვრთნელები: რევაზ ძოძუაშვილი და დავით ყიფიანი.

საქართველო - რუმინეთი 0:2 | Georgia - Romania 0:2 | 28.03.2001 - YouTube

2001

ტურნირი: მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი სტადიონი: სტიაუას სტადიონი (ბუქარესტი, რუმინეთი) დასწრება: 16 500 ანგარიში: 1:1 გოლი: 0:1 ალექსანდრე იაშვილი (54) შემადგენლობა: დავით გავარამაძე - ლევან კობიაშილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა კალაძე, ედიკ საჯაია, გოჩა ჯამარაული (კ), ალექსანდრე იაშვილი (რატი ალექსიძე, 80), გიორგი ქინქლაძე (თემურ ქეცბაია, 63), მიხეილ ყაველაშვილი (ვლადიმერ ბურდული, 75). მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.

2004

ტურნირი: კვიპროსის საერთაშორისო ტურნირი სტადიონი: ნეო გიმნასტიკოს სილოგოს ზენონ სტადიონი (ლარნაკა, კვიპროსი) დასწრება: 300 ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 3:0 შემადგენლობა: დავით გვარამაძე - ვიტალი დარასელია, რევაზ ქემოკლიძე, მამუკა წერეთელი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ალექსანდრე გოგობერიშვილი (ლევან კორღალიძე, 67), გიორგი ნემსაძე (კ) (გიორგი გაბიდაური, 83),გიორგი ქინქლაძე (გიორგი შაშიაშვილი, 46), დავით კვირველია (ლევან მელქაძე, 85), ლადო ახალაია (დავით სირაძე, 27), სანდრო იაშვილი (ლევან მაღრაძე, 85). მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა.

2009 

ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი სტადიონი: დინამოს სტადიონი (ბუქარესტი, რუმინეთი) დასწრება: 3 000 ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 2:1 გოლი: 0:1 ოთარ მარცვალაძე (12) შემადგენლობა: გიორგი ლომაია - მათე ღვინიანიძე (გიორგი შაშიაშვილი, 46), ლაშა სალუქვაძე, ალექსანდხრე კვახაძე, ილია კანდელაკი, მურთაზ დაუშვილი, ლევან კობიაშვილი (ლევან ხმალაძე, 69), ლუკა რაზმაძე, ოთარ მარცვალაძე (დავით ოდიკაძე, 61), ბექა გოცირიძე (გიორგი მერებაშვილი, 75), რატი ალექსიძე (ლევან მჭედლიძე, 57). მთავარი მწვრთნელი: ჰეტქორ რაულ კუპერი (არგენტინა).

2016

ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი სტადიონი: არენა ნაციონალა (ბუქარესტი) დასწრება: 27 934 ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 5:1 გოლი: 1:4 კოსმინ მოტი (80) შემადგენლობა: როინ კვასხვაძე - ალექსანდრე ამისულაშვილი (კ), გიორგი ნავალოვსკი (ზურაბ ცისკარიძე, 64), გურამ კაშია, უჩა ლობჟანიძე, სოლომონ კვირკველია, ლაშა დვალი (ლევან მჭედლიძე, 34), თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი აბრუჯანია (ნიკა კვეკვესკირი, 65), ვლადიმერ დვალიშვილი (გიორგი ქვილითაია, 78), ვაკო ყაზაიშვილი. მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი (სლოვაკეთი).
No description available.

სხვა სტატიები