Belive

US OPEN - დღე 8 (განხილვა - ნიშიკორი-კოლშრაიბერი ; ჯოკოვიჩი-სოუზა)

5 წლის წინ სხვა
1 წთ

კეი ნიშიკორი - ფილიპ კოლშრაიბერი

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთის პირისპირ დადგნენ მსოფლიო რეიტინგის მე-19 ნომერი კეი ნიშიკორი და რეიტინგის 34-ე ნომერი ფილიპ კოლშრაიბერი. მატჩი ყველანაირი დაძაბულობის გარეშე იაპონელი ჩოგბურთელის გამარჯვებით 3 სეტში,  ანგარიშით - 6:3, 6:2, 7:5 დასრულდა. ერთადერთი მომენტი როდესაც კოლშრაიბერი წინ გავიდა მესამე სეტის პირველი მოწოდება იყო, რომელსაც თვითონვე აწვდიდა. შესანიშნავ ფორმაში მყოფი კეი ნიშიკორის შემდეგი მეტოქე მარინ ჩილიჩი იქნება, რომელსაც შანსი მიეცემა ამერიკის ღია პირველობის 2014 წლის ფინალში მასთან განცდილი მარცხის გამო შური იძიოს. მატჩი 5 სექტემბერს 19:00 საათზეა დაგეგმილი.

ნოვაკ ჯოკოვიჩი - ჟოაო სოუზა

დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალური შეხვედრა ჩაატარა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც ტურნირის დასაწყისისგან განსხვავებით ბოლო ორ შეხვედრას მშრალად იგებს. სერბის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 68-ე ნომერი ჟოაო სოუზა გახლდათ. კარგ ფორმაში მყოფმა პორტუგალიელმა ვერაფერი გააწყო ნოვაკის წინააღმდეგ და 3 სეტში ანგარიშით 6:3, 6:4, 6:3 დამარცხდა. ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე დღევანდელი სენსაციის ავტორი ჯონ მილმანი იქნება. შეგახსენებთ ჯონ მილმანმა როჯერ ფედერერი ამერიკის ღია პირველობიდან გამოთიშა.

სხვა სტატიები