Belive

US OPEN – დღე 9 (განხილვა: სტივენსი-სევასტოვა)

5 წლის წინ სხვა
1 წთ

სერენა უილიამსი - ანასტასია სევასტოვა

ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქალთა ერთეულთა თანრიგის მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობას გამოეთიშა. მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი, ამერიკელი სლოან სტივენსი დიდი სლემის ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, მისი მეტოქე ლატვიელი ანასტასია სევასტოვა იყო. მატჩის უპირობო ფავორიტი, რა თქმა უნდა, სლოანი გახლდათ, თუმცა ლატვიელმა ჩოგბურთელმა მატჩის სხვა სურათი შემოგვთავაზა. პირველი სეტის მესამე გეიმში სტივენსს ჰქონდა შანსი მეტოქის გეიმი მოეპოვებინა, რომელიც ვერ გამოიყენა და შემდეგ გეიმში საკუთარი გეიმიც მეტოქეს გადასცა. ანასტასია სევასტოვამ სეტის მიწურულს მოწინააღმდეგეს კიდევ ერთხელ დაუბრეიკა და პირველი სეტის ანგარიში - 6:2 დააფიქსირა. მეორე სეტი ბრეიკების სიუხვით გამოირჩეოდა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სლოან სტივენსი არც ერთხელ მატჩის განმავლობაში წინ არ გასულა. მეორე სეტის საფინალო ანგარიში - 6:3 ანასტასია სევასტოვას სასარგებლოდ. ამგვარად ლატვიელმა ჩოგბურთელმა მოქმედი ჩემპიონი საათსა და 25 წუთში, 2 სეტში დაამარცხა. მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერ ანასტასია სევასტოვას ნახევარფინალში უდიდესი ბარიერი ექნება გადასალახი - კიდევ ერთი ამერიკელი, სერენა უილიამსი. სევასტოვასა და უილიამსის მატჩი 7 სექტემბერს 03:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები