Belive

უსეინ ბოლტი კლუბში ჩხუბის მონაწილე გახდა 

4 წლის წინ სხვა
1 წთ
8 ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი უსეინ ბოლტი ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში მასობრივი ჩხუბის მონაწილე გახდა. The Sun-ის ცნობით, ხელჩართული დაპირისპირება კლუბ The Room-ში მოხდა. ბოლტმა და მისმა ხუთმა მეგობარმა აღმოსავლეთ ევროპელ ტურისტებთან შელაპარაკება დაიწყეს, რის მერეც კონფლიქტი ქუჩაში გადაიზარდა. უშუალოდ ბოლტი ჩხუბში აქტიურად არ მონაწილეობდა და ორი მხარის გაშველებას ცდილობდა. ცნობილია, რომ ჩხუბის შემდეგ სერიოზულად არავინ დაზარალებულა. ოლიმპიური ტრიუმფების გარდა, ბოლტმა 11 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და 8-ჯერ რეკორდიც დაამყარა. წინა წელს, იამაიკელმა სპორტსმენმა საფეხბურთო კარიერის დაწყება სცადა, თუმცა რამდენიმე კლუბში წარუმატებლობის შემდეგ, სპორტის ამ სახეობას თავი დაანება.

სხვა სტატიები