უსმანი, გეიჯი, პორიე – რას წერენ UFC-ის ვარსკვლავები ჭიკაძის ბრძოლის შესახებ

UFC-ის ეგიდით გამართულ ივენთებზე ზედიზედ მოპოვებული 7 გამარჯვების შემდეგ, გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, 5-რაუნდიან დრამატულ ბრძოლაში ჭიკაძე მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ჭიკაძისა და კატარის ბრძოლა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და UFC-ის გულშემატკივრებთან ერთად, ორგანიზაციის პრეზიდენტი და ლეგენდარული მებრძოლები აღაფრთოვანა. დანა უაითი, კამარუ უსმანი, ჯასტინ გეიჯი, დასტინ პორიე, კაბ სვენსონი და სხვები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 2022 წლის პირველი ბრძოლა, შესაძლოა წლის საუკეთესო დაპირისპირებად დასახელდეს.

“ასეთი დაპირისპირების შემდეგ, ორივე მებრძოლი საავადმყოფოში გადავიყვანეთ, რათა შეგვემოწმებინა და მათ ჯანმრთელობაში დავრწმუნებულიყავით. საოცარი ბრძოლა ვნახეთ, ნამდვილი ომი! ეს იყო წლის პირველი დაპირისპირება და უკვე წლის საუკეთესო ბრძოლის კანდიდატია”, – აღნიშნა დანა უაითმა.

უსმანი, გეიჯი, პორიე – რას წერენ UFC-ის ვარსკვლავები ჭიკაძის ბრძოლის შესახებ

სტატიის ავტორი
-