Belive

უსმანი Vs. მასვიდალი | რემატჩის თარიღი ცნობილია

3 წლის წინ სხვა
1 წთ

კამარუ უსმანისა და ხორხე მასვიდალის მორიგი დაპირისპირება UFC 261-ზე შედგება. აღნიშნულ ინფორმაციას დანა უაითი ავრცელებს. UFC-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ყველა დეტალი შეთანხმებულია და სახელოვანი მებრძოლების განმეორებითი დაპირისპირება 24 აპრილს, ფლორიდაში გაიმართება. დანა უაითმა ასევე აღნიშნა, რომ კამარუ უსმანისა და ხორხე მასვიდალის ბრძოლას, რომელიც ჯექსონვილში, "ვეტერანთა მემორიალურ არენაზე" გაიმართება - გულშემატკივრები დაესწრებიან. შეგახსენებთ, 2020 წლის 12 ივლისს, UFC 251-ის მეინ ივენთზე, კამარუ უსმანმა ხორხე მასვიდალი დაამარცხა. ნიგერიელ-ამერიკელი მებრძოლის სტატისტიკა 18 გამარჯვებასა და 1 მარცხს ითვლის.

 
View this post on Instagram
 

A post shared by SportsCenter (@sportscenter)

სხვა სტატიები