Belive

უტა აბე: ,,ჩემი ბრძოლა უფრო რთული იყო, ვიდრე ჩემი ძმის ფინალის ყურება''

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ქალთა შორის -52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი, უტა აბე, მისი ძმის, ჰიფუმი აბეს ჩემპიონობას გამოეხმაურა:
,,თუ მკითხავთ, ოქროსთვის ბრძოლა უფრო რთული იყო თუ ჩემი ძმის ფინალური შერკინების ყურება, უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ფინალური ბრძოლა გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა. ფინალში მთავარია იყო უშეცდომო და მომთმენი, ვფიქრობ, სწორედ ამის დამსახურებით გავიმარჯვე,'' - განაცხადა უტა აბემ.
უტა აბემ ფინალში ამანდინ ბიუშარი (საფრანგეთი) დაამარცხა, მისმა ძმამ, ჰიფუმი აბემ კი გადამწყვეტ ბრძოლაში ვაჟა მარგველაშვილს აჯობა.

სხვა სტატიები