Belive

უცნობი ისტორია - ჯეისონ სტეტჰემი წლების წინ წყალში მხტომელი იყო

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ცნობილი ინგლისელ მსახიობსა და პროდიუსერს, ჯეისონ სტეტჰემს, საზოგადოება სხვადასხვა ცნობილი ფილმიდან იცნობს (კარტი, ფული და ორი ლულა; გადამზიდი; ადრენალინი და სხვ.). უცნობი, თუმცა საინტერესო ფაქტია, რომ სტეტჰემი წლების წინ სპორტში მოღვაწეობდა და წყალში მხტომელი იყო. 1985 წელს სტეტჰემმა "ბრიტანეთის მყვინთავთა სკოლაში" დაიწყო ვარჯიში. მისი მწვრთნელის თანახმად, სტეტჰემი უშიშარი, აუღელვებელი სპორტსმენი იყო, რომელსაც წინ მრავალი წარმატება ელოდებოდა. მომავალმა მსახიობმა 1990 წლის ოკლენდის "თანამეგობრობის თამაშებზე" მონაწილეობა მიიღო - იგი 10, 3 და 1-მეტრიანი კოშკურიდან წყალში ხტომაში იღებდა მონაწილეობას, თუმცა მხოლოდ მე-8 ადგილს დასჯერდა.

იხილეთ სტეტჰემის გამოსვლა ოკლენდის "თანამეგობრობის თამაშებზე"

  წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, "ედინბუგის მყვინთავთა კლუბის" წარმომადგენლებმა სტეტჰემი "ინგლისის ამომავალ ვარსკვლავად" შეაფასეს, თუმცა სტეტჰემმა წარმატებას ეკრანზე გამოჩენით მიაღწია. არაერთი ბლოკბასტერის მთავარი მონაწილე 2003 წელს ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ წყალში ხტომა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო: "ამ პერიოდის დახმარებით, მე უფრო მეტად დისციპლინირებული და ფოკუსირებული გავხდი. სწორედ ამის დახმარებით, მე მრავალი სირთულე გადავლახე," აღნიშნა ჯეისონ სტეტჰემმა.

სხვა სტატიები