Belive

ვალვერდემ სუარესი შესანიშნავი სიტყვებით შეაფასა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა. კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. "ბლაუგრანას" თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემ მატჩის შემდეგ, სუარესის შეფასებისას ემოციები ვერ დამალა: "ლუისი დიდებული ფორვარდია. ურუგვაელი ყოველთვის იქ ჩნდება, სადაც უნდა იყოს. სუარესი ძალიან აგრესიული და ამბიციურია, ის მუდმივად გოლების გატანაზეა დაგეშილი," - განაცხადა ვალვერდემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სხვა სტატიები