Belive

ვალვერდემ ზიდანზე ისაუბრა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ მადრიდის "რეალის" ტრიუმფატორი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის დაბრუნებაზე ისაუბრა და ფრანგი სპეციალისტის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.
"ის დიდებული მწვრთნელი და შესანიშნავი პიროვნებაა. რეალი ჩვენი მთავარი კონკურენტია და მათთან შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო გახდა. მოუთმენლად ველი ბარსელონასა და რეალის დაპირისპირებას" - განაცხადა ვალვერდემ.
შეგახსენებთ, რომ ზიდანმა "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო. ის 2018 წელს გუნდიდან წავიდა, თუმცა კრიზისში მყოფ "სამეფო კლუბს" დაუბრუნდა და რამდენიმე მოთხოვნაც წამოაყენა. ზიდანს "ჩელსიდან" ედენ აზარისა და ნგოლო კანტეს გადმოყვანა სურს.

სხვა სტატიები