Belive

ვან დაიკის გამაოგნებელი მიღწევა!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
პრემიერლიგის წლევანდელ სეზონში, ყველა კრიტიკოსი და გამოცემა ერთხმად თანხმდება და აღიარებს "ლივერპულის" ცენტრალური მცველის, ვირჯილ ვან დაიკს,  პროგრესს და შესანიშნავ თამაშს. ასევე ის ყველანაირ გამოკითხვაში და სიმბოლურ ნაკრებში ხვდება და წელს მისი საფეხბურთო კარიერა ნელ-ნელა პიკს აღწევს. ორი გავლენიანი საფეხბურთო საიტის SKY SPORTS და WHOSCORED.COM-ის სტატისტიკით 2018/2019 პრემიერლიგის სეზონში არცერთ ფეხბურთელს ვან დაიკის წინააღმდეგ დრიბლინგი არ განუხორციელებია ანუ მას ინგლისის ჩემპიონატში ფეხბურთელი ვერ გასცდა, რაც აქამდე პრემიერლიგის ისტორიაში გაუგონარი მოვლენაა და ჰოლანდიელი მცველის სრულ დომინაციას უსვავს ხაზს. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდული კლუბი 19 ტურის შემდეგ პრემიერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს და მის უშუალო მდევარს, მანჩესტერ სიტის, 4 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები