Belive

ვან გაალი: "მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა თავის თავს უნდა დააბრალოს"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, ლუის ვან გაალმა ლიონელ მესიზე ისაუბრა და გააკრიტიკა. ვან გაალის თქმით, მესის შეუძლია უფრო ხშირად მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.
"ლიონელ მესის შეუძლია, რომ უფრო ხშირად მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, თუმცა ამას ვერ აკეთებს. მე ის მომწონს, როგორც ინდივიდუალური ფეხბურთელი. ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, თუმცა როგორც კაპიტანი არ მომწონს. ბარსელონას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და მათ შეუძლიათ წარმატების მიღწევა. მესის წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე გვარდიოლას ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მას სხვა როლი ჰქონდა მოედანზე. გუნდი გონს უნდა მოეგოს." - განაცხადა ვან გაალმა.
 

სხვა სტატიები