Belive

ვარლამ ლიპარტელიანი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს პრესტიჟულ გრანდ სლემზე -100 კგ. წონით კატეგორიაში, ვარლამ ლიპარტელიანი მესამე წრეში იაპონელ კენტარო იიდასთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. იაპონელმა ლიპო ვაზარზე ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წამით ადრე დააგდო. აღსანიშნავია რომ მანამდე ვაზარი ქართველ ძიუდოისტსაც გაუუქმეს. დღეს ასევე დამარცხდნენ ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე და ლაშა ტაველური. ავთანდილ ჭრიკიშვილი კი ტატამზე ავადმყოფობის გამო ვერ გავიდა. ამით საქართველოს ნაკრებმა გრანდ სლემზე გამოსვლა დაასრულა. ჩვენს ანგარიშზე ლუხუმ ჩხვიმიანის და ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებული 2 ბრინჯაოს მედალია.

სხვა სტატიები