Belive

ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი ფინალშია. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ლიპარტელიანმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ კორეელ გუამ ჩოს მოუგო. ქართველი ძიუდოისტი ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით მივიდა. ის ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და ტაილანდელ სპორტსმენს სძლია. მერვედფინალში ბულგარელი ძიუდოისტი დაამარცხა. მეოთხედფინალში კი მასპინძელ, ფრანგ ძიუდოისტს შანსი არ დაუტოვა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები