Belive

ვაჟა მარგველაშვილი პარიზის გრანდ სლემის 1/4 ფინალშია!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს, 9 თებერვალს სტარტი აიღო პარიზის გრანდ სლემმა, სადაც საქართველოს სახელით 11 სპორტსმენი ასპარეზობს. დღეს იჭიდავებენ -60;-66 და -73 კილოგრამ წონით კატეგორიის ფალავნები. -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა 1/8 ფინალში იტალიელი - მატეო მედვესი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა. მისი შემდეგი მეტოქე მონღოლ ხერნელ განბოლდს და გერმანელ სებასტიან სიედლს  შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები