Belive

ვებერი: "ლუის ჰემილტონი უფრო სრულყოფილია ვიდრე შუმახერი"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
მარკ ვებერმა ლუის ჰამილტონი ფორმულა 1-ის ყველა დროის საუკეთესო მრბოლელად დაასახელა. ყოფილმა ავსტრალიელმა სპორტსმენმა ის ლეგენდარულ მიხაელ შუმახერსაც კი შეადარა. "მერსედესის" პილოტი, 35 წლის ჰამილტონი, მომდევნო კვირას მელბურნში რეკორდულ, მე-7 ჩემპიონობას გეგმავს. მანამდე კი, ვებერი ასეთ განცხადებას აკეთებს. "ულაპარაკოდ, არანაირი კითხვები ამის შესახებ. ლუისი გაცილებით სრულყოფილია, ვიდრე შუმახერი. ვფიქრობ, რომ ჰამილტონმა ამ შედეგს ტექნიკურად ძალიან სუფთა და დაგეგმილი გზით მიაღწია," - თქვა მარკმა.

სხვა სტატიები